თბილისში, ნაძალადევის რაიონში სროლა იყო. მომხდარის შედეგად ერთი მამაკაცი დაიჭრა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.











