fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თბილისში სეროპრევალენტობის კვლევა 1068 ადამიანს ჩაუტარდა

14:11 ივნისი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
924
ნახვა

თბილისში, 18-27 მაისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ, ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევა ჩატარდა.

ინფექციური კლინიკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, 1068ადამიანიდან ანტისხეული მხოლოდ 10 ადამიანს აღმოაჩნდა.

„კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%.

კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის, შესაბამისად კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს.

შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალსწინებელია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი მადლობას უხდის კვლევაში მონაწილე თითოეულ პირს. მადლობას მოვახსენებთ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თბილისის მოსახლეობის შესახებ მონაცემების ოპერატიული მოწოდებისათვის.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს:

ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) – გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა – 4,65%; ნიუ იორკის შტატი (აშშ) – გამოკვლეულია 1 500 პირი, პრევალენტობა – 13,9%; ქ. ნიუ იორკი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 21,2%; ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) – გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა – 10%; ქ. ჟენევა (შვეიცარია) – პრევალენტობა – 10,8%“, – აღნიშნულია ინფექციური კლინიკის განცხადებაში.

თეგები: ინფექციური საავადმყოფოკვლევა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

დეკემბერი 8, 2021
832
პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ 50,9%, „ენმ“ 25,2%, „საქართველოსთვის“ 5,7% – კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს შედეგები ასე გადანაწილდა

სექტემბერი 23, 2021
777
მთავარი ამბავი

კახა კალაძე – 57,9% – ნიკა მელია 27,8% – გიორგი გახარია 5,3% – „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში კვლევის შედეგები წარმოადგინა

სექტემბერი 23, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია