კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველ მოადგილე კახა სიხარულიძე წარადგინა.
„ბატონი კახა ჩვენს ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, მას, ჩვენს შორის აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სფეროში მუშაობისა და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება. ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კახა სიხარულიძე 2013-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო იტალიაში.










