თებერვლის შუა რიცხვებისთვის მივიღებთ Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე კვარტალში „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის 300 ათასი დოზა უნდა მივიღოთ
„პირველი რისკის ჯგუფი, ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრულია პრიორიტეტად. ესენი არიან ჯანდაცვის მუშაკები და პირველი დოზები იქნება მიმართული მათკენ. მალევეა განსაზღვრული „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის მიღებაც. კერძოდ პირველ და მეორე კვარტალში ამ ვაქცინის 300 ათასი დოზა უნდა მივიღოთ, იმისთვის რომ მოვიცვათ პრიორიტეტული ჯგუფები“, – განაცხადა გაბუნიამ.
როდის დაიწყება ვაქცინაცია – გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს











