თელავის პირველ საჯარო სკოლაში, პედაგოგების მასობრივი ტესტირება დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
„თელავის პირველი საჯარო სკოლის კოვიდ- 19- ით ინფიცირებული პედაგოგს, კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად, ამიტომ პროტოკოლის გათვალისწინებით, მთლიან კოლექტივს ჩაუტარდება ტესტირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე, თელავის პირველი საჯარო სკოლა დაკეტილია. ხვალიდან სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ, დღეს მედიასთან კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსით პედაგოგის ინფიცირების შემთხვევა, თელავის პირველ საჯარო სკოლაში, 18 ოქტომბერს გამოვლინდა.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტში სულ 45 ინფიცირებულია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
თელავის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა











