fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებს – EMC

12:45 დეკემბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
824
ნახვა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 25 იანვარს იმთავითვე არსებითი ხარვეზებით მიმდინარე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა და ეს მაშინ გააკეთა, როცა გენერალური პროკურორი მის პოზიციაზე ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული და ამასთან, გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა და ის გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ მოთხოვნას არ პასუხობდა. გამოძიების პირველ თვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ჩატარების დროს ჩადენილი დარღვევების იდენტიფიცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების ამოღება ამავე უწყების გამომძიებლების მიერ განხორციელდა. საქმის მასალებიც კი სუს-მა პროკურატურას გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაუგზავნა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან უკვე ამოღებული და საბოლოოდ, განადგურებული და სავარაუდოდ ფალსიფიცირებული იყო.

სპეცოპერაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით სუს-ის მაღალჩინოსნები პირველად 2019 წლის აგვისტოს, სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის შემდეგ გამოიკითხნენ და მათ მიმართ არ დასმულა მნიშვნელოვანი კითხვები დაგეგმვის ეტაპზე გაცემული დეტალური ინსტრუქციების, შედგენილი დოკუმენტებისა და სპეცრაზმელთა სპეციფიკური როლების შესახებ. სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმებს შორის ფუნდამენტური შეუსაბამობების (მათ შორის, საქმისთვის ისეთ არსებით საკითხებზე, როგორიცაა ოთახში შესვლასა და გასროლის დროს შორის ინტერვალი, გაფრთხილება, სროლის მანძილი და ა.შ.) გადაჭრა გამოძიებამ არც კი სცადა. ამასთან, სპეცოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე სუს-ის მაღალჩინოსნების მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების აშკარა უგულებელყოფის მიუხედავად, გამოძიება მხოლოდ თემირლანის მიმართ ძალის გამოყენების აუცილებლობის შეფასებით შემოიფარგლებოდა და არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვა და სიცოცხლის მოსპობის რისკების შემცირება და მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაცია და განადგურება.

სამწუხაროდ, ჩვენი არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, რაც გამოძიების სხვა ხარვეზებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ამ ფორმით არ აღიარებასაც ნიშნავდა.

ამის პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მასალების შეგროვებას და მის დამნაშავედ წარმოჩენას. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 2 წლის განმავლობაში სუს-ი აგრძელებდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას ისე, რომ მას არც ბრალდებული პირის სტატუსი მიანიჭა თავის დროზე და შესაბამისად, მას არც დაცვის უფლების რეალიზების საშუალება მისცა და არც მისი გარდაცვალების ფაქტის შემდეგ შეწყვიტა გამოძიება დროულად. ამდენად, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, სუს აგრძელებდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებასა და მათ გასაჯაროვებას პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებითა და კარგად ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით. ცხადია, რომ ამ მცდელობების მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზება და სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვა და მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტება იყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 25 იანვარს პროკურტურამ ამ ნაწილში გამოძიება, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან კავშირში მიმდინარე ძირითად გამოძიებასთან ერთად, შეწყვიტა და მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეგროვებული საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მისცა. ჩვენს მიერ საქმის მასალების კრიტიკულმა და ნიუანსიურებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სუს-ის მტკიცება თემირლან მაჩალიკაშვილსა და ჩატაევსა და მის ჯგუფის წევრებთან მჭიდრო კავშირებისა და მხარდაჭერის შესახებ, აშკარად დაუსაბუთებელი იყო და არც ერთი ინფორმაცია არ უთითებდა იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ამ პირების რეალური ვინაობა და საქმიანობა და მათი მხარდაჭერის განზრახვით და გაცნობიერებით მოქმედებდა.

ეროვნულ დონეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევის შეუძლებლობის პირობებში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მათი უფლებებისთვის ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებენ. ოჯახის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოშიც EMC იცავს, ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად. ევროპული სასამართლოს მექანიზმი ოჯახისთვის ეროვნულ დონეზე მათ შორის გამოძიების განახლების და დარღვეული უფლების ამ გზით აღდგენის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ბერკეტი შეიძლება გახდეს.

EMC კიდევ ერთხელ უცხადებს მწუხარებას მაჩალიკაშვილების ოჯახს და გამოხატავს მის სოლიდარობას მათ მიმართ. ამასთან, EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმემ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში მეტწილად რეპრესიასა და დასჯაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა და მისი მძიმე ადამიანური ბუნება გამოავლინა და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ საქმეზე ინდივიდუალური უფლების აღდგენის მცდელობების მიღმა, ხეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემობრუნებისა და დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრების სისტემური მიზანიც მიიღწეს”,- აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

თეგები: emcთემირლან მაჩალიკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

EMC ბუკნარში მომხდარი კონფლიქტის გამო რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

იანვარი 30, 2021
809
საზოგადოება

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო კლინიკაში გამოიკვლევენ

ოქტომბერი 14, 2020
820

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია