თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.
თემქაზე, გარდაცვლილები მეზობლებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
ადგილზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედრები კი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.











