რამდენიმე წუთის წინ თემქის მე-10 კვარტალში შუახნის მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლებმა განუცხადეს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მამაკაცი უმძიმესი დაზიანებებით, თუმცა სასიცოცხლო ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
მეზობლების თქმით, ინციდენტს წინ ოჯახში კამათი უძღოდა, მამაკაცმა ნაჯახით ფანჯრები და ავეჯი დაამტვრია.











