მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი არ აკეთებს კომენტარს, მიიღებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და დაუჭერს თუ არა მას მხარს „ქართული ოცნება“. ამ საკითხებთან დაკავშირებით, აბაზოვი „პრაიმტაიმნიუსთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.
“ამ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯერჯერობით, პასუხს ვერ გაგცემთ. როდის გიპასუხებთ, არ ვიცი”,- განაცხადა აბაზოვმა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. საბოლოო ჯამში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











