fbpx
27/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თენგიზ ცერცვაძე: მივმართავ მოსახლეობას – არ გაიტეხონ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა

19:54 ივნისი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
925
ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% მაინც იქნება აცრილი და სწორედ ამ დროს დაიძლევა პანდემია ქვეყანაში.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე, დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს. ეს შეფერხება და დაგვიანება უახლოვდება ფინიშს. ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში უწყვეტი ნაკადების სახით დაიწყებს შემოდინებას ვაქცინების დიდი რაოდენობა. არათუ ასეთი შეფერხება არ იქნება, არამედ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება, ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, – ამბობს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე ასევე განმარტავს, რატომ შეფერხდა წინა დღეებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა რამდენიმე საავადმყოფოში.

„რამდენადაც მე ვიცი, გადაზიდვის პრობლემა იყო. ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, ვერ აღმოჩნდა თვითმფრინავის რეისზე. ამან გამოიწვია იმ რამდენიმე ათეული, თუ ასამდე პაციენტის შეფერხება, რომელიც უნდა აცრილიყო „ასტრაზენეკათი“. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღეში ჩამოვა ეს პარტია, საკმაოდ დიდი პარტიაა, 43 ათასი დოზაა, პრობლემა არ იქნება“,-აღნიშნავს ცერცვაძე.

ცნობისთვის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა გუშინ საზოგადოების ნაწილში შეფერხდა.  დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე  ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

თეგები: ვაქცინაციათენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

დეკემბერი 9, 2021
852
მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

დეკემბერი 8, 2021
831
მსოფლიო

ჰანს კლუგე: კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

დეკემბერი 8, 2021
817

ბოლო განახლებები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
761

ბლუთუზ დინამიკების გამორჩეული მახასიათებლები

მაისი 24, 2022
764

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ბინის მოძებნისას

მაისი 24, 2022
764

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

მაისი 24, 2022
762

რა დანიშნულება აქვს სასოფლო-სამეურნეო კრედიტს?

მაისი 24, 2022
762

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია