იმედია, მალე მივიღებთ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა განაცხადა.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ის გადაწყვეტილება, რასაც მთავარი ოპოზიციური ძალა მიიღებს დიდწილად განსაზღვრავს, მათ შორის, იმას რამდენად ეფექტური იქნება მთლიანად ოპოზიცია. იმედია, მალე მივიღებთ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ასევე მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ფართო ჯგუფებთან ჰქონოდა კონსულტაცია, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.











