აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოერხმაურა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ეს არის ჭორი და არსად წასვლას არ აპირებს.
„უკვე სამი წელია ყოველ კვარტალში ერთხელ მესმის აღნიშნული ჭორები ჩემი გადადგომის შესახებ. მინდა დაგამშვიდოთ ყველა, რომ ვაპირებ, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა თქვენც“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











