fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თორნიკე რიჟვაძე: ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქციების გარეშე

13:25 დეკემბერი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
901
ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,  პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ეპიდემიის მართვა. მისი თქმით, რეგიონში საკოორდინაციო საბჭოს დროულმა და ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებით, გამოიწვია ის, რომ დღეს რეგიონში არის საკმაოდ კარგი სტაბილიზაციის ნიშნები და დინამიკა, რაც არის გარანტი, რომ საბოლოო ჯამში, ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან ერთად, შეშაძლოა ამ გამოწვევაზე გამკლავება.

„თუმცა წინ არის საახალწლო დღეები და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე დაიცვან ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები და არ გვქონდეს მობილობის ზრდა, რაც ამ სტაბილიზაციის დინამიკას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის. ასევე იცით, რომ რეგიონში, წლის განმავლობაში, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ პირველადი ღონისძიებების გატარება კორონავირუსთან მიმართებაში, 61 000 ზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო სივრცის რეჟიმი. შესაბამისად, მსურს ექიმებთან ერთად, მადლობა გადავუხადო პერსონალს , რომელიც ჩართული იყო ამ სივრცეების მართვაში. განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვინც მართავდა საკარანტინო სივრცეებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება გრძელდება, როგორც სუბსიდირების, ასევე მათი შემოსავლების ნაწილში.

„მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მათი, როგორც სოციალურ-სასურსათო, ასევე მედიკამენტური უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი სახსრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს ჰქონდეს აბსოლუტური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, არავინ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ეს არის მთავარი ამოცანა.

მოქალაქეებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს. დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი რეგიონში ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად და ბიზნესთან ერთად შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა ამ პროცესში.

ასევე სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე რომელიც გვაქვს, იცით რომ მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფას, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას ვაგრძელებთ. მისასალმებელია რომ ხელვაჩაურში უკვე დავასრულეთ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ძალიან მალე მოქალაქეები გააგრძელებენ იქ ცხოვრებას და იმედი მაქვს, რომ ახალ წელს ისინი ახალ ბინებში შეხვდებიან. ასევე ჩვენთვის როგორც წელს ასევე მომავალი წლისთვის ეკონომიკური აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობა“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

ნოემბერი 24, 2021
821
საზოგადოება

ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან – თორნიკე რიჟვაძე

აგვისტო 29, 2021
789
პოლიტიკა

რიჟვაძე: პრემიერის მეთაურობით, უკვე შესაძლებელია, ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე და არავინ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე

აგვისტო 18, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია