მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და აჭარის წარმატებას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიუხედავად ამინდისა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო და ვთხოვო ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.











