ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერი ჩამოწვა სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებია.
„სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან.
ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრებიც იმყოფებოდნენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი და მსუბუქი ავტომობილი წაიღო. ავტომობილიდან ერთმა მგზავრმა მეწყერს თავი დააღწია. ამ დროისთვის ხუთ ადამიანს ეძებენ.











