fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თორნიკე რიჟვაძე: თუ როგორ მოვახდენთ ეკონომიკის აღდგენას, დამოკიდებული იქნება ბიზნესისა და რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე

15:56 იანვარი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებები ეტაპობრივად გაგრძელდება. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ უკვე ორშაბათს, პირველი თებერვლიდან მთელი რიგი შეზღუდვების შემსუბუქებაა დაგეგმილი. ეს ეხება რა თქმა უნდა პირველ რიგში სასწავლო პროცესს და სასწავლო პროცესი აჭარაში განახლდება უკვე საკლასო ოთახებში. ასევე აღდგება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე შემსუბუქების ღონისძიებები ეხება სავაჭრო და კვების ობიექტებს ღია სივრცეებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სტაბილური ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ნელ-ნელა, თანმიმდევრულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ დღეს მათ შორის მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ეხება ავია მიმოსვლის აღდგენას. მთელი რიგი წესების გამარტივებას როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ უკეთ  უნდა მოვემზადოთ და მაქსიმალურად ფრთხილად შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა პირველ რიგში რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის და ტურისტულ ნაკადების მოზიდვა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია დადებით კრიტერიუმზე. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შედეგად ჩვენ ვაპირებთ, რომ თებერვლის თვეში წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, თუ როგორ მოვახდენთ ეკონომიკის თანმიმდევრულ აღდგენას, ბევრად იქნება დამოკიდებული როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, ასევე რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ წესების დაცვაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსის შეჩერებასთან მიმართებაში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს, უკვე 9000-ზე მეტი მოქალაქის გატესტვა მოხდა, ძირითადად მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლების. ეს ნაადრევი გამოვლენის საშუალებას მოგვცემს და მიზანმიმართული იქნება, რომ მოსწავლეებს ქონდეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ოთახებში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაატარა უკვე შესაბამისი ღონისძიებები და რა თქმა უნდა ყველა ეს ღონისძიება მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისკენ და მათი ჯანმრთელობის დაცვისკენ. ტურისტულ ობიექტებთან მიმართებით გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსაც და მათთან კონსულტაციების შედეგად, მთელი რიგი წესების დაცვით აუცილებლად ვიმსჯელებთ კიდევ უფრო მეტი შემსუბუქების ღონისძიებების და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფოსთან ერთად ბევრად არის დამოკიდებული ეს ყველაფერი როგორც კერძო სექტორის, ბიზნესის, ასევე რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და მათ მიერ რეკომენდაციების დაცვაზე, რათა შევძლოთ დადებითი დინამიკის შენარჩუნება და ამ კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე შევძლოთ ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენა, მათ შორის ტურიზმის სექტორის აღდგენაც“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

ნოემბერი 24, 2021
821
საზოგადოება

ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან – თორნიკე რიჟვაძე

აგვისტო 29, 2021
789
პოლიტიკა

რიჟვაძე: პრემიერის მეთაურობით, უკვე შესაძლებელია, ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე და არავინ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე

აგვისტო 18, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია