„დღეს განსაკუთრებული დღეა – მეთორმეტე კლასელებმა სკოლა დაასრულეს და ბოლო ზარი დაირეკა“.- ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეიდან მათ ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იწყება. წინ პროფესიული თუ ეროვნული გამოცდები, სტუდენტობა და ახალი გამოწვევებია.
გილოცავთ!
გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და ნათელ მომავალს!
თქვენ დიდი ძალა ხართ, ჩვენი ქვეყნის იმედი. თქვენი იარაღი განათლებაა და მჯერა, ამ ცოდნის გამოყენებით შეძლებთ საქართველოს წინსვლას და განვითარებას. ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ამისთვის ყველა წინაპირობა შევქმნათ“,- წერს კალაძე.