მთელი ქვეყნიდან მოხდა მობილიზება და 5000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბეს. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლა ეზარება – არა. როცა რეალური საპროტესტო მუხტი არსებობდა ამ გამზირს მილიონი ადამიანი ახსოვს,- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
,,თქვენ ვერ გამოიყვანეთ ხალხი იმიტომ, რომ თქვენივე ამომრჩევლებისგან ასეთი არაცივილური ფორმით პროტესტის გამოხატვის მხარდაჭერა არ გაქვთ; იმიტომ, რომ ქუჩის პროტესტი არ არის თქვენი ელექტორატის დაკვეთა; იმიტომ, რომ არასწორ რამეს ითხოვთ; იმიტომ, რომ არ ხართ მართლები; იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა რუსთაველზე ჯოს-ჯოს ძახილი და მოსმენა; იმიტომ, რომ პარლამენტში შეგიშვეს და თქვენ ქუჩაში დგახართ; იმიტომ, რომ მელია არა პოლიტპატიმარი, არამედ ხულიგანი და კრიმინალია; იმიტომ, რომ იმას ითხოვთ, რაც არ გერგებათ; P.S. – მორჩით ამ ცირკს და საქმეს მიხედეთ“,- წერს ანდრია გვიდიანი.










