დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის და პანიკის საფუძველს არ არსებობს.
როგორც გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები შემოდგომაზე ელოდებიან.
გამყრელიძემ ასევე ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრებაზე. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ის რიცხვები, რომლებიც ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაშია საქართველოში, რეგულაციების გამკაცრების საფუძველს არ იძლევა.
„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13,14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
14 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.
სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, რომელთაგან 703 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.











