„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე ყველა სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელია.
მისივე თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება.
“ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება. აქ არის რა თქმა უნდა ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ რაღაცა, ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს შესწავლილი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











