თუ დანარჩენი ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქზე ვერ შეთანხმდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე იმსჯელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს და ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დააყენონ.
„უკვე დროა და იმედია, პარტიები შეთანხმებას მიაღწევენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოხერხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქზე იმსჯელებს. ჩვენი პოზიცია ჯერ არის ლოდინი და ოპოზიციის მიმართ რჩევა – სჯობს, მხარი დაგიჭიროთ, კანდიდატი არ დავაყენოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა შეთანხმება. შეთანხმების მხარდამჭერები და იდეის ავტორები ჩვენ ვართ“, – განაცხადა გოცირიძემ.










