„მე თუ დავრწმუნდები რომ მართლა 1%-ით მომატებული ვართ, ამ პარლამენტში რა გამაჩერებს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარი 100%-იდარწმუნებულია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„არ ვიცი ქვეყნის პრეზიდენტი რითი დაიღალა მაგრამ, ქვეყანა დაიღალა ზოგადად იმით, რომ ხმას აძლევენ და ისინი იმის ნაცვლად რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ქუჩაში ცდილობენ აქციების მოწყობას. მოლაპარაკებები გრძელდება, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამაში ვართ 100% დარწმუნებულები და ზუსტად ამიტომ ვამბობთ თამამად ამ განცხადებას. პარლამენტში შემოვიდნენ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და საერთოდაც რომ არ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მე თუ დავრწმუნდები რომ მართლა 1%-ით მომატებული ვართ, ამ პარლამენტში რა გამაჩერებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.
ნახეთ ვიდეო: დეპუტატებმა ქვეყნისადმი ფიცი დადეს











