სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები დაფინანსებას არ ავიღებთ, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ელისასვილი ამბობს, რომ პარტიების მხრიდან საბიუჯეტო დაფინანსების აღება ცესკოს მიერ დაწერილი შედეგების აღიარებაა.
“კიდევ ერთხელ დავწერ ბოიკოტზე და საბიუჯეტო დაფინანსების აღებაზე. ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ვართ ბოიკოტის მონაწილეები და სანამ ვართ ბოიკოტის მონაწილეები დაფინანსებას არ ავიღებთ! ბარიერგადალახულ პარტიებს დაფინანსება მიღებული ხმების მიხედვით უანგარიშდებათ, შესაბამისად თუ იღებ თანხას აღიარებ იმ შედეგს რაც დაწერა ცესკომ. ბოიკოტი ჩვენ ხომ სწორედ იმიტომ გვაქვს გამოცხადებული რომ შედეგებს არ ვაღიარებთ. ასე რომ მგონი ლოგიკა უმარტივესია! ჩვენი პარტიისთვის მთავარი არის პრინციპები და ფასეულობები! ფული კიდე ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ჯერ ღირსება მერე ყველაფერი დანარჩენი!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.











