თუ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ბრძანა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა, შეერთებულმა შტატებმა ხელმეორედ უნდა დაუწესოს სანქციები კადიროვსა და მასთან დაკავშირებულ პირებს – ამის შესახებ ჟურნალისტი ტომ როგანი „ვაშინგტონ იგზამინერში“.
როგორც პირველი ნაბიჯი, აშშ-ს მთავრობამ ვითარების გასარკვევად უკრაინულ მხარეს უნდა მიმართოს, რადგან თბილისში სწორედ კიევის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვ.ბ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოკოვი კადიროვის დავალებას ასრულებდა და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.
ბრალდებები უნდა ჩაითვალოს სარწმუნო ორი მიზეზის გამო.
პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც გაბუნიამ 2019 წელს პუტინისა და მისი მშობლების მიმართ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, კადიროვი მას დაემუქრა. ის მოხერხებულია მკვლელია, რომლის მკვლელობების სერიაც დოკუმენტებით არის დადასტურებული. ცნობილია მისი დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი.
კადიროვი პუტინის „ბიჭია“, ხოლო როცა პუტინს შურაცხყოფენ, მისი დამცველია.
კადიროვი მოხარულია, როცა პუტინის დავალებებს ასრულებს, რაც გამოიხატება 2015 წელს – ბორის ნემცოვისა და 2019 წელს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობებში.
ეს ფაქტები კი დამაჯერებლობას მატებს ვარაუდს, რომ გაბუნიას საქმე სწორედ კადიროვთანაა დაკავშირებული. თუ კადიროვს ამის გამო საქნციებს დაუწესებენ, ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცევა, მით უმეტეს მაშინ, როცა რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობით პალატაში პუტინის კავშირებისა და აგრესიის წინააღმდეგ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, – წერს ჟურნალისტი გამოქვეყნებულ სტატიაში.











