საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ინციატივას ეხაურება, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის იძულება, დაშინება ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა პატიმრობით დაისჯება,
როგროც ელჩი ამბობს, იგი მიესალმება მსგავს ინიციატივას, თუ ის არჩევნებზე ზეწოლას შეამცირებს.
„ჩვენ დისკუსიების დროს არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი, რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რომ მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს. თუ ამ კანონს შეუძლია ამ მხრივ დახმარება, მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ამომრჩევლის დაშინება, იძულება ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება.










