“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით.
“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში.
თუ ხელისუფებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშლო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ხელს თუ შეუშლი, მერე შენი გასაკეთეელი გახდება და მწარედაც დაითუთქები. ეს, პოლიტიკური ლიგიკით, თორემ სახელმწიფოებრივი ლოგიკით მაღალი ეკოლოგიური სტანტარტებით ჰესების მშეებლობას ჩვენს პირობებში ალტერნატივა არა აქვს.
ისე, სხვათა შორის, სამივე ჰესის მშენებლობის შესახებ გადწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ მიიღო და ინვესტორებიც მაშინ იქნა მოძიებული, რომლებსაც ახლა ერეკებიან”, – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის მშენებლობას მოწინააღმდეგეები უკვე მრავალი დღეა აპროტესტებენ და ღამეს სამშენებლო ადგილზე ათევენ. ისინი ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ტერიტორიიდან გასვლას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.










