„თუკი კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ“,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.
„ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ. ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ – აღნიშნა ფაუჩიმ.










