უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა დადგება, უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს.
„თავმჯდომარის დასახელებას რაც შეეხება, ეს მოხდება მას შემდეგ რაც შეივსება კვოტა, ანუ რაოდენობა იქნება ნახევარზე მეტი, რაც დადგენდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ, ამის შემდგომ მოხდება თავმჯდომარის წარდგენა და ბიუროს მეშვეობით უკვე სესიაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დამტკიცება. რაც შეეხება კანდიდატურებს, როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მისი კანდიდატურაც არის. თუკი დადგება მისი კანდიდატურა, ბუნებრივია, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო. ამჟამად კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანია, თუმცა მისი კანდიდატურა კულტურის მინისტრად განიხილება.









