ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საკითხი მაგიდასთან ვერ წყდება, მაშინ მას ქუჩა გადაწყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით.
„არჩევნების შედეგზე მოახდინა გავლენა იმ გაყალბებებმა, იმ ძალადობამ, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არ უნდა შეუდგეს ამ ფორმით მუშაობას. საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, გაგრძელდება. არ უყვარს ამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ქუჩას ახსენებენ, მაგრამ გაიხედონ მთელ მსოფლიოში რა გადაწყვეტილებებს იღებს ქუჩა“, – განაცხადა გოცირიძემ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე










