fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თუ მათ იდეას არ ვეთანხმები, არ ნიშნავს რომ ამ ადამიანების ბრძოლას პატივი არ უნდა ვცეთ – ხატია დეკანოიძე „ნამახვანის” პროტესტზე

17:37 მაისი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

„საჯარო პოლიტიკაში ვინც მოდის – მყისიერად უხდება პოზიციების დაფიქსირება, ყოყმანის და დათქმების გარეშე. მაღალ სტანდარტს უწესებს საჯაროობა ადამიანებს. მაგრამ ძალადობრივ, ფაშისტურ, ქსენოფობიურ ჯგუფებზე აზრის გამოთქმა – სტანდარტი არ არის. საქვეყნო საქმეა. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვისმინე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძის თქმით, აქციის მონაწილეებს არ ეთანხმება, თუმცა პატივს სცემს.

„პროტესტის იდეაზე ყველა ვერ შევთანხმდებით. ზოგს გვაქვს რწმენა, რომ ჰესები ცუდია, ნაწილი ვფიქრობთ, რომ ჰესები და ინვესტიცია აუცილებელია (მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები). ეს დისკუსია ყველგან არის და ამ ხელისუფლების მიმართ სრული უნდობლობის პირობებში – ათმაგდება.
– ყველა პროტესტის არსი თავისთავად იდეის დაცვაა. ორგანიზატორებიც იდეის დაცვის მთავარი კომუნიკატორები არიან ჩვენთან. მოიტანონ ჩვენამდე სიმართლე და სიწრფელე. ნამდვილად გულწრფელ სიმპათიას იმსახურებენ ორგანიზატორები გამძლეობისთვის, ყინვაში და თოვლში ხანგრძლივი ბრძოლისთვის. თუ მათ იდეას არ ვეთანხმები, არ ნიშნავს რომ ამ ადამიანების ბრძოლას პატივი არ უნდა ვცეთ. მე თვითონ იმ პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც 9 წელი მძიმე რეპრესიების პირობებში უწევს ბრძოლა.
– ჩემთვის მთავარი და სასიცოცხლო ზედპარზეა: ძალადობის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ანტიინვესტორების კამპანიის მკვებავი მტრის პირობებში არ გვაქვს ფუფუნება ვინმეს დიდი ფორა მივცეთ. თუნდაც მებრძოლ და ძალიან თავაზიან ორგანიზატორებს. სიცხადე გვჭირდება. გვჭირდება გავიგოთ მათი ურყევი პოზიცია, რომ ძალადობრივ, ფაშისტურ, პუტინისტურ ჯგუფებს ისინი სიღრმისეულად გმობენ. დიდი განსხვავება გვჭირდება, რომ ეს პროტესტი ჯანსაღი, გამართული და საქმიანი იყოს. საჯარო პოლიტიკაში ვინც მოდის – მყისიერად უხდება პოზიციების დაფიქსირება, ყოყმანის და დათქმების გარეშე. მაღალ სტანდარტს უწესებს საჯაროობა ადამიანებს. მაგრამ ძალადობრივ, ფაშისტურ, ქსენოფობიურ ჯგუფებზე აზრის გამოთქმა – სტანდარტი არ არის. საქვეყნო საქმეა. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვისმინე.
– ჩემთვის უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ინდიკატორი ციხეში გამოკეტილი ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და მათი მეგობრები არიან. ისინიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მქონდა მოლოდინი მათი უსამართლოდ დაკავების გამო (პოლიტიკური ნიშნით) გულწრფელ ამოძახილს გავიგებდით ძვირფასი ორგანიზატორების მხრიდან. ამაოდ.
– ამ აქციის კონტექსტში ოპოზიციის კრიტიკა ისმის. პოლიტიკოსების კრიტიკა ნორმალურია. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. მაგრამ კრიტიკა უკეთესია, ვიდრე უსაგნო პოპულიზმი საშიშ ტენდენციებზე თვალის დახუჭვით.”, – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

თეგები: "ნამახვანჰესი"ხატია დეკანოიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს სააკაშვილს ხატია დეკანოიძე მოინახულებს

დეკემბერი 3, 2021
771
პოლიტიკა

პროტესტი მუდმივად იქნება, ჩვენ არ დავიღლებით – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 12, 2021
796
პოლიტიკა

“არ ვიცით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი” – ხატია დეკანოიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ 

ნოემბერი 11, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია