„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოიზიიცს მიერ ერთინი კანდიდატის წარდდგენასთან დაკავშირებით საუბრობს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოქტომბერში ისინი არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებენ.
„მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში დაახლოებით, პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ.
რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











