fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თუ „ოცნებისგან“ სრულიად პროპორციული სისტემის პირობას მივიღებთ, პირადად ვთხოვ ყველას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ – იაგო ხვიჩია 

16:13 დეკემბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
815
ნახვა

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია იმ პირობას ასახელებს, რა შემთხვევაში უნდა შევიდნენ პარტიები პარლამენტსში. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, თუ „ქართული“ ოცნება პოზიციას სრულიად პროპორციულ არჩევნებს შესთავაზებს, მაშინ პარლამენტში შესვლაზე დაფიქრება ღირს.

„კარგია, რომ დისკუსია დაიწყო ამ თემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიციებით გამოვდიოდით გარეთ, მოლაპარაკებების შიგნით ყველამ იცოდა, რომ არსებობდა მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე დავუშვათ, პლებისციტი. ჩვენთვის ასეთი მოთხოვნა იყო შემდეგი: ის, რის გამოც ამ ქვეყანაში მოხდა 20 ივნისი და რის გამოც შეიქმნა ოპოზიციური ერთობა – ეს არის სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ჩვენთვის ეს პირობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში ეს პირობა არ არის, მაგრამ არის ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და მას შემდეგ, რაც ამ პირობას მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“, ვეცდებით დაველაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გვექნება სათანადო გარანტიები ამ პირობის შესრულებისთვის, ჩვენი მეგობრების და ფასილიტატორების მეშვეობით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი აზრით, პარლამენტში შესასვლელია. საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ერთხელ და სამუდამოდაა მოსაწესრიგებელი ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ „ქართული ოცნების“ წინადადება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, ის შეეცდება, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია დაარწმუნოს, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ქართულ ოცნებას“ ეს ჯერ არ შემოუთავაზებია. თუ შემოგვთავაზა, მე დავივლი ყველა ჩემს კოლეგას, ვინც გახდა პარლამენტის წევრი, სიის მიხედვით ჩამოვურეკავ და პირადად ვთხოვ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. თუ არ შემოვლენ, მაშინ ჩემს იქ შესვლას აზრი არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ბევრ პარტიაში ბევრი პატრიოტი ადამიანი მეგულება, რომელსაც თუ დავარწმუნებ, რომ რაც ხდება, ის ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვანია, ისინი გულწრფელად გაიგებენ ამას.

მე მართლა არ მჯერა იმის, რომ ალეკო ელისაშვილი ვინმემ მოისყიდა. მისი ეს ნაწილი, გულწრფელი ინიციატივა, რასაც მე ვლაპარაკობ, იმის ნაწილია, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩიაოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება, გვსურს, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ, ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მას შეხვდეს

დეკემბერი 7, 2021
777
პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ – იაგო ხვიჩია

დეკემბერი 1, 2021
789
პოლიტიკა

სააკაშვილის იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ამას ნელ-ნელა გვაპარებენ – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 24, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია