პატიმრობაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მოუწოდებს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კენჭისყრის კანონპროექტში, თუ “ქართული ოცნება” კანონპროექტში 20 ივნისის ღამის დამნაშავეებს ჩაწერს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ უნდა გავრცელდეს ამნისტია მოძალადეებზეც. ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, პირველ რიგში, ხელმომწერებს და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ და გააკეთონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილები ამას ქართული ოცნება მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე.
თუკი ჩემი კოლეგები დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის, სამწუხაროდ ქართული ოცნება გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კენჭისყრის კანონპროექტში”, – ამბობს მელია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში.










