პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პარლამეტნის სხდომაზე თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებას ეხმაურრება.
როგროც ვოლსკი ამბობს, ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში ისედაც მოპოვებადია.
„მოვისმინე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი იყო კონკრეტული პირის პირადი ნომერი. შესაბამისად, თუ როგორ მოხდა ამის მოპოვება და ასე შემდეგ, ამ საკითხს შეისწავლიან. რეალურად, თუ რაიმე ტიპის საკითხი ღიად რჩება, ამაზე შეგიძლიათ კიდევ მკითხოთ, თუმცა, ამ ეტაპზე დარღვევაზე ვერ ვისაუბრებთ ელემენტარულად იქედან გამომდინარე, რომ თუ საჯარო სივრცეში მოპოვებადია კონკრეტული ინფორმაცია, რა უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ? თუმცა, დაველოდოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს და ამის შემდგომ გაგცემთ კიდევ პასუხს“, – განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა.









