ჯანდაცვს მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რო „სინოვაკი“, რომელიც ქვეყანაში არის, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინაა, როგორიც „სინოფარმი“. ამიტომ მოსახლეობას შეუძლია ეს ვაქცინაც თავისუფლად გაიკეთოს.
„ქვეყანაში „სინოფარმის“ 600 000 დოზა შემოვიდა, აქედან პირბელი დოზით აიცრა თითქმის 3000 000-მდე მოქალაქე და ახლა უკვე მიმდინერეობს მეორე დოზით აცრები. პირველი დოზებით აცრა შეჩერდა დაახლოებით 10 დღის წინ, თუმცა ველოდებით ვაქცინის დამატებითი დოზის მოწოდებას და თუკი ვინმე ელოდება „სინოფარმს“, მას შეუძლია ის გაიკეთოს, მაგრამ „სინოვაკი“, რომელიც ქვეყანაში არის, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინაა და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება.
„რაც შეეხება დანაკარგს, პირველ 100 000 შემთხვევაში პრაქტიკულად არ გვქონია, რადგან ის იყო ვაქცინის ერთდოზიანი ფორმა, ახლა გვაქვს 2-დოზიანი. დანაკარგი არის დაახლოებით 0,03%“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











