ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც კონსტიტუციით, კანონებით იმართება, შესაბამისად, თუ ოპოზიციას რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს ნიკა მელიას, გადაიხადოს გირაო და ჩადგეს იმ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
აქ არის კანონი და კონსტიტუცია, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. ალბათ, ჩვენი მისამართით პრეტენზია ნაკლებად უნდა გამოთქვან, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ამიტომ არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმას კი არ ამბობენ, ნიკა მელია გარეთ გამოუშვითო, ჩვენ პოლიტპატიმრები 2012 წლიდან მოყოლებული არ გვყავს. ეს სახელმწიფო იმართება კანონებითა და კონსტიტუციით. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, აგერ ბურთი და მოედანი. გადაიხადე, რაც გეკუთვნის კონსტიტუციით, გამობრძანდი და მოლაპარაკება გააგრძელე, მარტივია“, – განაცხადა ზარქუამ.











