კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კაფეები, რესტორნები, სალონები, საქორწილო დარბაზები, თეატრები და სხვა დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ დაიხურება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს..
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ-19-ის შემთხვევების 40% ქალაქ სტამბოლში ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 382 118 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 481 პაციენტი კი გარდაიცვალა.











