თურქეთი ახალ კოვიდშეზღუდვებს აწესებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოვუწოდებ ჩემს ყველა მოქალაქეს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ნიღბების და დისტანციის წესების დაცვა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
„სკოლებში სწავლების დაწყებისთანავე 6 სექტემბერს, ჩვენ ვთხოვთ მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც კონტაქტში არიან მოსწავლეებთან, მაგრამ ჯერ არ არიან აცრილნი, რომ ჩაუტარდეთ PCR ტესტები კვირაში მინიმუმ 2-ჯერ. ანალოგიურად, ჩვენ მოვითხოვთ რეგულარულ PCR ტესტებს ჩვენი უნივერსიტეტის არავაქცინირებული სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან.
ჩვენ, ასევე, განვახორციელებთ PCR ტესტის ვალდებულებას ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა თვითმფრინავები და საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, კონცერტები, თეატრები და კინოთეატრები“, – აცხადებს ერდოღანი.
მისი თქმით, ვაქცინაცია თურქეთში კვლავ ნებაყოფლობითი იქნება.











