თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა СoronaVac გაიკეთა.
მინისტრის განცხადებით, თურქი მედიკოსების ვაქცინაცია ხუთშაბათიდან დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, თურქეთი იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს.











