თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოქმი ყარაბაღის გაერთიანებული ცენტრის მუშაობის საფუძვლებს და პრინციპებს განსაზღვრავს.
„მიმდინარეობს მუშაობა თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის მუშაობის რაც შეიძლება მალე დასაწყებად“,- აღნიშნავს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.
შეთანხმება ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ 11 ნოემბერს შედგა.











