თურქეთმა ჩინეთისგან 6,5 მილიონი Sinovac-ის ვაქცინა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამჟამად ქვეყანაში 1,245 მილიონი ადამიანია აცრილი, ძირითადად სამედიციო პერსონალი და ასაკოვანი ადამიანები.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2 429 605 შემთხვევაა დადასტურებული.











