თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 718 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 240 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 1 928 165 შემთხვევა გამოვლინდა, 17 121 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 691 113 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.










