საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს „კომენდანტის საათის“ ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის 1 დეკემბერს, 21:00 საათიდან! ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!“, – აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.











