თურქეთში ქალაქ საქარიაში ფოიერვერკის ქარხანა აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თურქული მედიის ინფორმაციით ქარხანაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავდა 75 და დაიღუპა 2 ადამიანი.
დაშავებულები კი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ვერფმფრენები.











