თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. ინფორმაციას aa.com-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს გაცხადებით, სამაშველო ჯგუფებს 12 სოფლამდე მისვლა უჭირთ.











