„თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი სესხი ავიღეთ საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია? “,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის მიერ დაწესებულ დახმარებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, დახმარებები უნდა გაორმაგდეს.
„კაპიკები ხალხს, მილიონები მათ ჯიბეში. მეგობრებო, ეს უსამართლოა, თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა, რომ თვალებში ჩამხედეთო, დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი სესხი ავიღეთ საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია? რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ასობით მილიონები თქვენს ჯიბეში? ნუთუ არ გცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
4 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი – ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები










