„თვე-ნახევრის წინ რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ჩვენი 60%-იანი შედეგი იყო რეალური“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ მონაცემებს გარკვეულმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, მათ შორის პანდემიასაც.
„საკმაოდ რეალური იყო ბევრად უფრო მაღალი შედეგი. გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა, მათ შორის პანდემიამ. გარდა ამისა, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაც მცირდება და ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას არჩევნების მხარდაჭერის დინამიკაზე. არჩევნები რომ ჩატარებულიყო თვე-ნახევრის წინ, არჩევნები 60%-იანი შედეგი იყო რეალური“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
10:00 საათის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,58%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,07%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,77%% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 668 უბნის მიხედვით.











