ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 54 554 ადამიანი ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266-თბილისში, 2 039-აჭარაში, 278-იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-458, აჭარაში-1 034, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 087 პირი, აჭარაში-14 450, იმერეთში-4 816“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.











