ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა მინდა შევეხო COVID-19 პანდემიას, რამდგან იგი ჯერ კიდევ რჩება მთავარ გლობალურ გამოწვევად. ჩვენი აქტიური ძალისხმევისა და თანმიმდევრული მოქმედების შედეგად, დღეს სახეზეა გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სურათი და ნაწილობრივ გახსნილი ეკონომიკა. ჩვენ ერთად გავიარეთ საკმაოდ რთული წელიწადი, თუმცა, შევძელით და შევინარჩუნეთ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდოლომოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენ უწყვეტად ვაგრძელებთ მოქმედებებს პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.










