ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა.
„არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ტიკარაძემ.











